|
2021-02-04 15:13:33, 587 ნახვა
სამართალი
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური „ტვ პირველის“ მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო სასამართლოს მიმართავს
„ტელეკომპანია პირველმა ჩემთან დაკავშირებით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, შეილახა ჩემი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. პირველ რიგში ვითხოვ ბოდიშის მოხდას ტელეკომპანია პირველისაგან“, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაურმა გელა კვაშილავამ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის აპირებს საკუთარი თავი სამართლებრივად დაიცვას და სასამართლოს „ტელეკომპანია პირველის“ მხრიდან მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე მიმართავს. „მე ვარ გელა კვაშილავა, პოლიციის მაიორი, ფოთის საქალაქო საპატრულოს თანამშრომელი, ათეულის მეთაური. დაახლოებით 10 წელზე მეტია ვმუშაობ პოლიციაში და ღირსეულად ვასრულებ ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო და გამოვეხმაურო, ტელეკომპანია პირველის ეთერში 30 იანვარს გასულ სიუჟეტს, სადაც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მე, გელა კვაშილავა ფოთის ქუჩებში გადავადგილდებოდი მერსედესის მარკის ავტომანქანით და გადამქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს არის სიცრუე, არანაირი კავშირი ნარკოტიკულ საშუალებებთან არ მქონია არასდროს, არც მერსედესის მარკის ავტომანქანა მყავს და არც მითხოვია ვინმესგან მსგავსი ტიპის ავტომანქანა. სანამ სიუჟეტი გავიდოდა ეთერში, მე დამიკავშირდა ტელეკომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ვესაუბრე და განვუმარტე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კავშირი არ მქონია, ასევე, ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გაშუქდა ჩემი ფოტოსურათი ეთერში და ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე ნარკოტიკული საშუალების გადატანით ვარ დაკავებული. მე, გელა კვაშილავას მყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ასაკოვანი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მშობლები - ამ სიუჟეტის შემდეგ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ვითხოვ ბოდიშის მოხდას ტელეკომპანია პირველისაგან. ასევე, ვაპირებ სამართლებრივად დავიცვა ჩემი თავი და მივმართავ სასამართლოს ტელეკომპანია პირველის მხრიდან ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე“, - განაცხადა გელა კვაშილავამ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)