2021-02-04 12:47:20, 572 ნახვა
საზოგადოება
ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები, პროფსასწავლებლები და უნივერსიტეტები, არ იხსნება
ბაღები, პროფსასწავლებლები და უნივერსიტეტები, ამ ეტაპზე, არ იხსნება, - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბაღებთან, პროფსასწავლებლებთან და უმაღლესი სასწავლებლების გახსნასთან დაკავშირებით განცხადება ცალკე გაკეთდება.
„ბაღებს, პროფესიულ კოლეჯებს და უმაღლეს სასწავლებლებს ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება, კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით, ცალკე განცხადება გაკეთდება მომავალში“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან