2021-02-04 09:43:57, 954 ნახვა
მსოფლიო
კვლევის თანახმად, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მნიშვნელოვნად ამცირებს კორონავირუსის გადაცემას
დიდი ბრიტანეთის მკვლევარების ვარაუდით, Oxford-AstraZeneca Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსის გადაცემას.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების წინასწარი შედეგების თანახმად, PCR– ის დადებითი ტესტების მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ შემცირდა ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ.
გამოცემა წერს, რომ ანალიზის თანახმად, ვაქცინის ერთი დოზის მიღების შემდეგ, კორონავირუსზე დადებითი ტესტების მაჩვენებელი 67%-ით დაეცა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან