09:51 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 18:57:03, 655 ნახვა

საზოგადოება
თეიმურაზ ბოჭორიშვილის I ჩიხის მიმდებარედ სკვერი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს. თეიმურაზ ბოჭორიშვილის I ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე (გლდანის „ა" მ/რ შეშელიძის ქ. N126 მიმდებარედ) სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიწყო.

სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - დაითესა ბალახი და ასევე, დაირგვება ხეები.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 316 573 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ანელო" ახორციელებს.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოწყობა. შესაბამისად, გლდანის გამგეობა 2021 წელს კვლავ აქტიურად გეგმავს მსგავსი სივრცეების მოწყობას. როგორც იცით, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩაზე არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა. გასულ წელს გამგეობამ ამ მისამართზე გზის საფარის კაპიტალური მოწესრიგება დაასრულა. წელს კი, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო“, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ლევან ნაროუშვილმა.

გამგებელმა მოსახლეობას სკვერის პროექტი გააცნო და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics