22:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-04 16:40:53, 605 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციასთან მოშიმშილე "რუსთავი2"- ს მხარდამჭერები, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ

ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციის წინ მოშიმშილე "რუსთავი2"- ს მხარდამჭერები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. როგორც "ექპრესნიუსის" კორესპონდენტს მოშიმშილეებმა განუცხადეს, სანამ სამი დაკავებული ახალგაზრდა არ გათავისუფლდება, ისინი მშრალ შიმშილობას გააგრძელებენ. მათივე თქმით, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია და "რუსთავი2"-ის მხარდამჭერები შურის საძიებლად დააკავეს.

მოშიმშილეებთან იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც მათი ჯანმრთელობის მდომარეობა შეამოწმა. ექიმების ინფორმაციით, ოთხივე  მოშიმშილე ამჟამად თავს კარგად გრძნობს, თუმცა ექიმების რეკომენდაციაა, რომ მათ მშრალი  შიმშილობა შეწყვიტონ და წყლის მიღება მაინც დაიწყონ. 

როგორც "ექსპრესნიუსთან საუბარში პარლამენტის წინ გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნატალია ქუთათელაძემ განაცხადა, დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე, რომლის გამოც 3 ახალგაზრდა დაკავებულია, არის პროვოკატორი. მისივე თქმით, დეპუტატი აგინებდა, როგორც ახალგაზრდებს, ასევე უშუალოდ  მას. 

"დავით ლორთქიფანიძემ გამოიწვია კონფლიქტი. იგი აგინებდა აქციაზე შეკრებილ ყველა ადამიანს, მეც ვჩანვარ კადრებში, როგორ ვპასუხობ პროვოკატორ ლორთქიფანიძეს, მაგრამ რატომღაც მე დაკავებული არ ვარ. ცხადია, არის შურისძიება იმის გამო, რომ ჩვენ "რუსთავი2"-ს ვუჭერთ მხარს. ტელევიზიას, რომელიც ქვეყანაში ერთადერთია, საიდანაც სიმართლის გაგება შეიძლება. თუკი დაკავებული ახალგაზრდები,  რომლებსაც 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ, არ გათავისუფლდებიან, ჩვენ კიდევ უფრო მეტ რადიკალურ ზომებს მივმართავთ"-აცხადებს ნატალია ქუთათელაძე. 

მოშიმშილეებთან პერიოდულად სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიდიან. ასევე, ადგილზე იმყოფებიან "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები. როგორც ისინი ამბობენ, პროცესს აკვირდებიან, რათა გამოხატვის ამ უკიდურეს თავისუფლებას ხელი არ შეეშალოს.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ბრალი ცოტა ხნის წინ წაუყენეს. ინფორმაცია ამის შესახებ დაკავებულთა ადვოკატმა გაავრცელა.

ელისო დათუსანის განცხადებით, დაკავებული 3 პირიდან ორის მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კიდევ ერთ დაკავებულს მირიან დეისაძეს კი, ხულიგნობასთან ერთად საგამოძიებო ორგანო ადამიანის ცემაშიც სდებს ბრალს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics