|
2021-02-03 13:24:29, 560 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის ბოიკოტი უხეში პოლიტიკური შეცდომაა
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი არის პოლიტიკური შეცდომა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება ყოველთვის წამგებიანია. „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლიანად შეასრულა 8 მარტის შეთანხმებით მიცემული პირობა დემოკრატიული რეფორმების შესახებ – დანერგა არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა და შეცვალა საარჩევნო კოდექსი. სამწუხაროდ, ამ შეთანხმების მიუხედავად – მაშინ, ისევე როგორც დღეს – ოპოზიციამ აირჩია ბოიკოტი და უარი თქვა მონაწილეობაზე. პარლამენტში მათ მხარი არ დაუჭირეს ცვლილებებს, რომელზეც წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ კრიტიკულად აუცილებელი იყო ქვეყნისთვის. მიმაჩნია, რომ ეს იყო უხეში პოლიტიკური შეცდომა, რომელშიც სულ მალე, რამდენიმე თვეში, მაშინდელმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების დროს პოლიტიკური ფასი გადაიხადა – მათ ახალ არჩევნებში მინიმალური მხარდაჭერა მიიღეს და ახალ პარლამენტში პოზიციები დაკარგეს. სულ მალე, მე ვფიქრობ, რომ რეფორმებს, რომელიც ჩვენ გავატარეთ, საზოგადოება შეაფასებს უფრო ფართო კონტექსტში, თუ როგორ შეძლებს მეათე მოწვევის პარლამენტი და ოპოზიციური სპექტრის ის წარმომადგენლობა, ვინც საზოგადოებამ აირჩია, თავისი ფუნქციების შესრულებას. მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი, მაშინაც და დღესაც იყო პოლიტიკური შეცდომა, რადგან დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობაზე უარის თქმა, დემოკრატიის ბოიკოტირება ყოველთვის წამგებიანია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)