|
2015-10-04 16:11:08, 687 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ღვინის ცენტრი გახსნა
მცირე მუზეუმი, ენოთეკა, მარანი, სადეგუსტაციო ოთახები და სასწავლო აუდიტორიები - ეს ყველაფერი ქართული ღვინის ცენტრში ერთიანდება. ცენტრი, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებულ შენობაში განთავსდა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა. პრემიერმა მოსახლეობას ქართული ღვინის დღე მიულოცა და ღვინის უძველეს, უნიკალურ კულტურაზე ისაუბრა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჯიღაურას მეურნეობის ტერიტორიაზე უნიკალური ქართული ღვინის მუზეუმი აშენდება, სადაც წარმოჩენილი იქნება ქართული ღვინის წარმოების ისტორია და კულტურა. ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წლის წინ აშშ-ში გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ კალიფორნიის უნივერსიტეტში ღვინის ისტორიის სწავლება საქართველოთი იწყება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში შემონახულია ღვინის დაყენების, დაწურვის, შენახვის ტრადიციული მეთოდები და შემთხვევითი არ არის, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. მთავრობის მეთაურმა ღვინის პოპულარიზაციისა და დივერსიფიკაციის ხელშემწყობი ღონისძიებების გააქტიურების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, გაიხსნა რუსეთის ბაზარი, ასევე ხელისუფლების ძალისხმევით, ღვინის ექსპორტი გაიზარდა ყაზახეთში - 68%-ით, პოლონეთში - 85%-ით, ჩინეთში - 107%-ით, ლატვიაში - 50%-ით, ესტონეთში - 35%-ით, დიდ ბრიტანეთში - 46%-ით, იაპონიაში - 110%-ით. პრემიერი განსაკუთრებით მიესალმა დელეგაციას ჩინეთიდან, რომელიც ამ დღის აღსანიშნავად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასევე გამკაცრდა და კიდევ უფრო გამკაცრდება ღვინის ხარისხის კონტროლი, რათა ქართული ღვინო მაქსიმალურად იყოს დაცული ფალსიფიცირებისგან. „ჩვენს პატარა მიწაზე, ვაზის კულტურის 500-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა ჯიში არსებობს და მინდა, აქვე განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენს მომავალ თაობებს შემოენახებათ 500-ზე მეტი ქართული სახეობის ვაზი. წლების განმავლობაში, როდესაც წინა მთავრობა ფაქტობრივად არ აქცევდა ყურადღებას მეღვინეობის განვითარებას, ბიძინა ივანიშვილმა, საგურამოში, დააფუძნა ულტრათანამედროვე, ჯიღაურას სანერგე მეურნეობა, სადაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი არის ინვესტირებული, შექმნილია თანამედროვე ლაბორატორია და იქ არის 800–მდე სახეობის ვაზის უნიკალური ჯიში, მათ შორის 500-მდე ქართული და 300-მდე ევროპული ჯიშის ვაზის ნერგი. ბატონმა ბიძინამ ეს მეურნეობა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცა და მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო ეს დიდი საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ქართული ღვინის ცენტრი ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებულ შენობაში განთავსდა და მასში თავმოყრილია საინტერესო ექსპონატები, ქართული ღვინის მთელი ისტორია. დაინტერესებული სტუმრები ცენტრში მიიღებენ ფაქტობრივ მონაცემებზე დამყარებულ ინფორმაციას ქართული მეღვინეობისა და მევენახეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ორიგინალური ტრადიციების შესახებ. მთავრობის მეთაურმა რთველის წარმატებით მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროის მონაცემებით, გადამუშავებულია 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ ჭარბ ყურძენში, რომელსაც კერძო სექტორი ვერ ჩაიბარებს, სახელმწიფო, თეთრი ყურძნის შემთხვევაში 0,60 ლარს, ხოლო საფერავზე - 0,85 ლარს გადაიხდის. „ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ გლეხს, აღნიშნული ფასის პირობებში, დაახლოებით 100%-იანი მოგება მიეღო. ეს არის ჩადებული ამ ტარიფში. სამი წლის განმავლობაში, რთველის დროს 300 მილიონ ლარამდე ოდენობის ყურძენია გადამუშავებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ეს თანხა შევიდა ჩვენი ქართველი მევენახეების ოჯახში. აგროდაზღვევის პროგრამით, ჯამში 182 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების აგრორისკია დაზღვეული“, - განაცხადა პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრს პროექტის ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შესახებაც, რომელიც სახელმწიფოს 14 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა და რომლითაც, ჯამში 30-ჯერ მოხდა სეტყვის პრევენცია. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობისთვის 150 მილიონ ლარამდე, ხოლო ღვინის ექსპორტიორ კომპანიებზე 40 მილიონი დოლარის სესხი გაიცა. სახელმწიფომ დააფინანსა 20 ახალი საწარმო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით, ასევე დაფინანსდა არსებული ქარხნების გაფართოება, რაც ბუნებრივი მოსავლის რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობია. მთავრობის მეთაურს, ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა საჩუქრად სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ დამზადებული იშვიათი ღვინო გადასცა.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)