|
2021-02-03 11:30:15, 514 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - ვიმედოვნებ, რესტორნები არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ ჩვენ შორის დიალოგს
გასაგებია, იმის გამო, რომ ვერ იხსნებიან, აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა და კანონის დარღვევა მიუღებელია და მას მკაცრი რეაქცია მოჰყვება, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რესტორატორთა გადაწყვეტილებას, რომლებიც 6 იანვარს აპირებენ, რომ პროტესტის ნიშნად, გახსნან ყველა საკვები ობიექტი. როგორც ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე აღნიშნა, რესტორნებთან დაკავშირებით მთავრობაში ყოველდღიურად შეხვედრები იმართბა, თუმცა მათი დაუმორჩილებლობა გაართულებს დიალოგს. „25 იანვარს გვქონდა წარმომადგენლობითი შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიასთან, იქ წარმოდგენილი იყვნენ, როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები, ასევე ცალკეული რესტორნები. გვქონდა დეტალური განხილვა, როდესაც გავაცანით ის მიდგომები და კრიტერიუმები, თუ რითი ვსაზღვრავთ გახსნას, ამა თუ იმ ბიზნესის გახსნას, მათ შორის სარესტორნო ინდუსტრიასთან მიმართებაში. კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად არ არის, ტურიზმის ადმინისტრაცაის ყოველდღიური რეჟიმში აქვს შეხვედრები ტურისტულ ინდუსტრიასთან, მათ შორის რესტორნებთან, გასაგებია, რომ იმის გამო, რომ რესტორნები ჯერჯერობით ვერ იხსნება მთელ საქართველოში, აჭარის გარდა, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა მიუღებელია და ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია, მაგრამ ვინაიდან ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში, პრემიერთან ერთად ვიხილავთ თუ როდის შეიძლება იგივე აჭარის მოდელი გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე, აქედან გამომდინარე ჩემი თხოვნა იქნება და იმედსაც გამოვხატავ, რომ რესტორნები ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ გვექნება მათთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაზეც ყოველდღიურად ვმსჯელობთ, თუმცა ასეთი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია კანონის დარღვევასთან, დაუმორჩილებლობასთან, გაართულებს ამ დიალოგს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)