2021-02-02 15:03:58, 474 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ავთანდილ ენუქიძე აირჩია
პარლამენტმა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ავთანდილ ენუქიძე აირჩია.
აღნიშნულ საკითხს პლენარულ სხდომაზე მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარეს ამ დრომდე სამი მოადგილე ჰყავდა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარეს ხუთი მოადგილე უნდა ჰყავდეს, რომელთაგან ორი ოპოზიციის კვოტით ინიშნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,