2021-02-02 10:18:50, 641 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობას დღეიდან დაიწყებენ
პარტია „მოქალაქეების“ წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობას დღეიდან შეუდგებიან.
ისინი საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ „მოქალაქეებმა“პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს. მათ „ქართულ ოცნებასთან“ მემორანდუმი გააფორმეს, სადაც პარტიები ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე თანხმდებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,