09:36 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-01 17:13:46, 673 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - მათ შიშებზე, შეუწყდებათ თუ არა დეპუტატის მანდატი, ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე ხვალ უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბებიან.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ოპოზიციას ვერანაირ გარანტიას ვერ მისცემს, შეუწყდებათ თუ არა უფლებამოსილება.

„რაც შეეხება მანდატების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხს, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შევიკრიბებით დღეს პოლიტსაბჭოს ფორმატში, ხვალ უმრავლესობის ფორმატში, კიდევ ერთხელ გავივლით თუ რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ საბოლოოდ. ვერანაირ გარანტიას მათ შიშებთან დაკავშირებით ვერც დღეს ვერ მივცემ, წინასწარ ვერ შევპირდებით იქნება ეს შეწყვეტაზე გადაწყვეტილება, თუ არ იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ხვალ პარლამენტში კენჭისყრაზე დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics