00:56 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-01 15:56:56, 565 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - დეპუტატის ადგილი პარლამენტშია, ვისაც არ ესმის ეს პასუხისმგებლობა, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს სხვას

დეპუტატის ადგილი პარლამენტშია, ვისაც არ ესმის ეს პასუხისმგებლობა, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს სხვას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მანდატების გარდა, დიალოგის საგანი არის უამრავი სხვა კონკრეტული პრობლემა, რომელიც აწუხებს თითოეულ მოქალაქეს.

„დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მანდატების გარდა დიალოგის საგანი არის უამრავი, ის კონკრეტული პრობლემებიც, რომლებიც აღელვებს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. დღეს საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ყოველდღიური პრობლემები, მათ უჭირთ ოჯახის რჩენა, მათ ჯანმრთელობას აქვს უამრავი რისკი პანდემიიდან გამომდინარე. დღეს, საქართველოს მოქალაქემ თავისი მანდატის ფარგლებში თქვა, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში და თითოეული დეპუტატის მანდატი, რომელიც მოქალაქემ განუსაზღვრა თქვა, რომ პარლამენტშია თქვენი ადგილი, იქ იზრუნეთ ჩემზე, იქ მომიგვარეთ ეს პრობლემები, რომელიც მაქვს. ზოგს ესმის ეს პასუხისმგებლობა, ვიღაცას არ ესმის, ვისაც ესმის ის შრომოს პარლამენტში, ვისაც არ ესმის, იმან ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს იმას, ვისაც ესმის. დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics