00:57 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-01 12:22:28, 572 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ ISFED-ს დახურულ შეხვედრაზე განსახილველი ინფორმაციის გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს

„ქართული ოცნება“ მიმართავს ISFED-ს, ის ინფორმაცია, რაც მათ დახურულ შეხვედრაზე უნდა მიაწოდონ, გაასაჯაროვონ.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„გვინდა გამოვეხმაუროთ სამართლიანი არჩევნების 29 იანვარს ჩატარებულ პრესკონფერენციას, რომელიც უბნების 8%-ზე დისბალანსის შესახებ მათ თავდაპირველ განცხადებას ეხებოდა. 1-ელ ნოემბერს წარმოდგენილ ანგარიშში ორგანიზაცია გ=ხაზი გაუსვა მათ ორ ძირითად მიგნებას: მათ განაცხადეს, რომ ცესკოს მონაცემები არ ემთხვეოდა პარალელური დათვლის შედეგებს და უბნების 8%-ში იყო მეტობით დისბალანსი, რასაც შესაძლოა ჰქონოდა 4.1%-იანი გავლენა არჩევნების შედეგებზე. სწორედ ეს ორი მიგნება გამოიყენეს ჩვენმა ოპონენტებმა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისთვის. ჩვენ პირველივე დღეებში შევიტანეთ ეწვი ამ მიგნებების სისწორეში და მოვუწოდებდით სამართლიან არჩევნებს გადაემოწმებინა ეს შედეგები. არჩევნებიდან ერთი თვის თავზე „სამართლიანმა არჩევნებმა აღიარა რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი.

„სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე გამოთქვეს პრეტენზია ზოგიერთი უბნის შესწორების ოქმის მიმართ, თუმცა ჩვენი მოწოდების მიუხედავად ისინი დღემდე არ ასაჯაროებენ იმ კონკრეტულ უბნებზე, რომლებთან მიმართებაშიც აქვთ პრეტენზია.

მზად ვართ შევხვდეთ მათ წარმომადგენლებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ რა რეზონანსი მოჰყვა მათ თავდაპირველ მცდარ ინფორმაციას და შემდეგ მის ეტაპობრივ შესწორებას, მნიშვნელოვანია, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ იზრუნოს ამ საკითხის გარშემო მეტ გამჭვირვალობაზე და ყველა ის ინფორმაცია, რაც მათ სურთ, რომ დახურულ შეხვედრაზე მოგვაწოდონ, გახადონ საჯარო საზოგადოებისთვის. ამით ისინი ეფექტიანად შეეწინააღმდეგებიან იმ დეზინფორმაციას, რომელსაც პოლიტიკური ჯგუფები ეწევიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics