|
2021-02-01 11:52:45, 633 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - „ენმ“ და მისი გავლენის ქვეშ მოქმედი პარტიები, პროპაგანდის გამოყენებით ებრძვიან სამშობლოსა და ისტორიას
მივმართავ და მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებსა და პოლიტიკოსებს, რომ თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი განცხადებებისგან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სრული გავლენის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური პარტიები, საკუთარი ქვეყნის უზენაესი ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო დაცვის ნაცვლად, მავნებლური პროპაგანდის გამოყენებით, ებრძვიან თავიანთ სამშობლოსა და ისტორიას. „ჩვენ, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოება, საკუთარი თვალით ვხედავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც შურისძიების და ძალაუფლების ჟინით დაბრმავებული ჩვენი ოპონენტები დაჟინებით და ხელაღებით უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას, რომ თითქოს, გარეჯი საქართველო არ არის. მსოფლიოს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, როგორი მძაფრი და უკომპრომისო არ უნდა იყოს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დაპირისპირება, ყოველთვის არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი საკითხები, რომელთა ირგვლივაც საზოგადოების ეროვნული ერთსულოვნება ამ სახელმწიფოს არსებობის საძირკველს წარმოადგენს. ჩვენს თვალწინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სრული გავლენის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური პარტიები საკუთარი ქვეყნის უზენაესი ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო დაცვის ნაცვლად, მავნებლური პროპაგანდის გამოყენებით გამორჩეული ხალისით, მონდომებითა და მიზანდასახულობით ებრძვიან თავიანთ სამშობლოსა და ისტორიას, რათა ჩამოაყალიბონ ხალხის, როგორც ხელისუფლების ძირითადი წყაროს იმგვარი პოლიტიკური ნება, რომელიც როგორმე ბოლომდე მიიყვანს საქართველოს ძირძველი მიწების სხვადასხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის წლების წინ ჩაფიქრებულ გეგმას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მათი დაჟინებული მცდელობების მიუხედავად მმართველი პარტია არავის მისცემს ამ მოღალატეობრივი განზრახვის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას. დარწმუნებული ვართ, რომ თითოეული ქართველისთვის ურთულესი საყურებელია, თუ როგორი ორგანიზებულობითა და გაშმაგებით ამტკიცებდნენ და ამტკიცებენ ყოფილი და მოქმედი ქართველი პოლიტიკოსები, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები ამ გაუგონარ აბსურდს“, - განაცხადა სარჯველაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო აუცილებლად შეძლებს მეგობარ აზერბაიჯანთან ერთად, ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვასა და საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციას პროცესის ბოლომდე მიყვანას. „მივმართავ და მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებსა და პოლიტიკოსებს, რომ თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი განცხადებებისგან და ერთი შეხედვით ხელისუფლების დაზიანების მიზნით წარმოებული აბსურდული პროპაგანდით, ნუ დააზიანებენ ქართულ სახელმწიფოს. მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანთან ერთად, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვას, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციას პროცესის ბოლომდე მიყვანას და მთელი ეს პროცესი აუცილებლად წარიმართება ისე, როგორც მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას შეეფერება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)