00:47 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-30 23:25:48, 697 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე- ჩვენი სურვილია, პარლამენტი იყო ზუსტად ისეთი სახით წარმოდგენილი, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია - კარი ჯერ კიდევ ღიაა

„ჩვენი სურვილია, პარლამენტი იყო ზუსტად ისეთი სახით წარმოდგენილი, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია - კარი ჯერ კიდევ ღიაა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტვ „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკვე სამი თვე გავიდა, ჩატარდა მოლაპარაკებების არაერთი რაუნდი და ყველას ჰქონდა საშუალება, რომ საკუთარი პოზიცია ჩამოეყალიბებინა. თუ ეს შეძლო ორმა პარტიამ, სხვა პარტიებსაც შეუძლიათ იგივე.

„როცა „გირჩი" ითხოვს კიდევ გვაცალეთ და დაგველოდეთ, მეორეს მხრივ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ერთი თვეა გვამუნათებს და ატყუებს საზოგადოებას, რომ პარლამენტი კანონს არღვევს და ჩვენი განცხადებები სასწრაფოდ განიხილონო.  კანონის და ვადების სრული დაცვით, ამ საკითხის განხილვა 2 ტებერვალს შედგება, საკითხი არ გადაიდება და ჩვენ გადაწყვეტილებას დემოკრატიის, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებში მივიღებთ", - გნაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი განმარტებით ოპოზიცია ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა, რაზეც მმართველი გუნდის პასუხი იყო, რომ ერთად შეგვემოწმებინა მათი პრეტენზიები. „შევქმნათ საგამოძიებო კომისია, გადავთვალოთ შედეგები, დავადაროთ პარალელური დათვლის შედეგებს. რომელიმე შეთავაზებაზე იყო დადებითი პასუხი?! ეს ნიშნავს, რომ ბრალდებაც იყო უსაფუძვლო და მოგონილი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობა გაეღვივებინათ საზოგადოებაში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics