2021-01-30 12:52:32, 818 ნახვა
მსოფლიო
გერმანია 5 ქვეყანასთან, სადაც კორონავირუსის ახალი შტამია გავრცელებული, საზღვარს კეტავს
გერმანია ხუთ ქვეყანასთან საზღვარს კეტავს, კერძოდ, სამგზავრო შეზეღუდვები უწესდებათ დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის მოქალაქეებს.
აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ზემოთაღნიშნულ 5 ქვეყანაში კორონავირუსის ახალმა შტამმა დაიწყო გავრცელება.
არსებული შეზღუდვა, სულ მცირე, 17 თებერვლამდე იქნება ძალაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან