23:54 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 16:09:26, 778 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციასთან ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რათა მათი მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდეს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს კვლავ გააგრძელებს.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პარტია „მოქალაქეებთან“ ერთად ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად, საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით საკანონმდებლო ორგანოში განხორციელდება.

„ჩვენ როგორც სახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ განვაცხადეთ იმთავითვე პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, რომ ჩვენ პოლიტიკურ პასუხიმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი განხორციელდეს საქართველოს პარლამენტში და ჩვენ გაუმჯობესებული კანონმდებლობით გაუმჯობესებულ გარემოში შევხვდეთ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ელჩების მხარდაჭერით და ასევე გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს დასრულდა პოზიტიური შედეგით.

ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, სადაც ჩვენი პირობა და პასუხიმგებლობა, რომ საქართველოს პარლამენტში განვახორციელებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ ჩვენ და პარტია „მოქალაქეებმა“. ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიების და მათი წარმოამდგენლებისთვის, მათთვის, ვინც გადალახეს ბარიერი და მიიღეს მანდატი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკურ დიალოგს და მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან და ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics