2021-01-29 13:20:14, 579 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - გუშინდელმა ფაქტმა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნდობა გააღრმავა
„თუ შევთანხმდებით პარლამენტში შევალ“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებამ მათსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნდობა გააღრმავა.
„რა თქმა უნდა, გუშინდელმა ფაქტმა ძალიან კარგი ფონი შეუქმნა ამ ყველაფერს, გააღრმავა ნდობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა რომ ეს ასე მომხდარიყო ველოდით გუშინდელ გადაწყვეტილებას. ეს მოლაპარაკების პროცესის დამსახურებაა.
თუ შევთანხმდებით შევალ პარლამენტში“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან