23:52 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 12:54:58, 651 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები იცვლება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რეგულაციები მსუბუქდება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელებისთვის.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყანაში შემოსვლისას წარადგინონ „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი და რვადღიანი იზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯით გაიკეთონ განმეორებითი ტესტი.

ამასთან, როგორც თურნავამ განაცხადა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ წარადგენენ „პისიარ“ ტესტის პასუხს, 12 დღის ნაცვლად, რვადღიან თვითიზოლაციაში გადავლენ.

„1-ლი თებერვლიდან რეგლურაფული ფრენების აღდგენასთან ერთად,საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდება გარკვეული შემსუბუქება, კერძოდ, მათ ექნებათ არჩევანის უფლება შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR ტესტით და ძველებურად 8 დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ღარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ და ამ შემთხვევაში თავისუფლები იქნებიან.

ხოლო იმ მოქალაქეებისთვის,ვისაც არ ექნება PCR ტესტი, 12 დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8 დღიანი თვითიზოლაცია წესდება და ჩვენ მივყვებით ამ ნაწილში ევროპის სტანდარტებს.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს, მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ნიშნავს 2 სრულ დოზას, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა.

რაც შეეხება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა, ტრანზიტულად შემოსულებს ქვეყანაში ექნებათ შეასძლებლობა შემოვიდნენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და მესამე დღეს ცაიტარონ სავალდებულო PCR ტესტი”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics