2021-01-28 18:08:05, 599 ნახვა
საზოგადოება
ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო დატოვეს
ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულებმა, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო დატოვეს.
დაკავებულების გათავისუფლება 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოხდა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების სამსახურიდან გაათავისუფლების შესახებ.
გარდა ამისა, ბრალდებულები სახელმწიფო საზღვარს შესაბამისი უწყების ინფორმირების გარეშე ვერ გადაკვეთენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან