2021-01-28 09:11:07, 381 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 101 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 101 მილიონს გადააჭარბა.
ამის შესახებ ინფორმაციას Worldometers ავრცელებს.
მათი მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში „კოვიდ19“-ით სულ 2 184 273 გარდაიცვალა, ხოლო 73 325 507 პირი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ფიქსირდება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან