2021-01-27 19:53:42, 624 ნახვა
კომენტარი
ნიკა გვარამია - სააკაშვილმა კოვიდის ვაქცინები გვიშოვა
„სააკაშვილმა კოვიდის ვაქცინები გვიშოვა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხალხის გადასარჩენად არც კი განძრეულა.
„სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, კოვიდის ვაქცინები გვიშოვა. ამას ქვია ჭერი აარღვია! წარმოუდგენელია
წავიდეს ახლა ბიძინა, უკვდავების წყალი მოიტანოს. ქართველების მოძულე ბოროტი მილიარდერი, არც კი განძრეულა ხალხის გადასარჩენად.
არადა, ორდენი რომ მიეღო, უმდიდრეს საფრანგეთს მილიონები შესწირა”, - წერს ნიკა გვარამია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,