2021-01-27 17:39:05, 619 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში კორონავირუსის 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში, გასულ დღე-ღამეში, ვირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 229 584 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 105 ადამიანი, 221 717 გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან