2021-01-27 15:29:54, 525 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა ოპოზიციის უფრაქციო დეპუტატებისთვის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა ოპოზიციის უფრაქციო დეპუტატებისთვის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
აღნიშნულ პროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო თანამდებობის დაკავების უფლება უფრაქციო დეპუტატებსაც მიეცემათ. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, უფრაქციო დეპუტატებს ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში, პოლიტიკურ დებატებში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.
ცნობისთვის, აღნიშნული ცვლილებები იქნება დროებითი და იფუნქციონირებს მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობისას, გამონაკლისის სახით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,