|
2021-01-27 12:40:05, 837 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია დამატებით 180 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის
დედაქალაქში უკვე შესყიდული 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანით ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დასრულდება, თბილისის მერია კი დამატებით, 180 8-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ფასთა კვლევა ჩატარდება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება. „ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ველოდებით 100 ერთეულ ავტობუსს, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს და შემოვა. ეს არის BMC-ის მარკის, 12-მეტრიანი ავტობუსები. ამით არსებული ყვითელი ავტობუსები მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული და არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ 12-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 8-მეტრიანი ახალი ავტობუსები. თუმცა, ამით ვერ მივაღწევთ იმას, რა შედეგიც საბოლოდ გვინდა. ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აუცილებლად იქნება ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ჩვენ ბევრი გვაკრიტიკებს, რომ კონკრეტული პროექტების განხორციელებისას პრიორიტეტული ხდება ავტობუსის ზოლების მოწყობა. რა თქმა უნდა, ამას თან ბევრი კვლევა ახლავს და ის ყველა ქუჩაზე ვერ მოეწყობა, თუმცა, სადაც აუცილებელია, იქ ავტობუსის ზოლები იქნება. ჩვენ დამატებით ახალი ავტობუსების შეძენა გვჭირდება. ვაპირებთ 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას. უახლოებს მომავალში ფასთა კვლევა გამოცხადდება, შემდეგ კი - ტენდერი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთმანეთთან თანხვედრაში მოვიდეს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)