|
2021-01-27 12:16:01, 626 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა ვაკის, კრწანისის, დიდუბისა და გლდანის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, გლდანისა და დიდუბის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. საკადრო ცვლილებების შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურაა წარდგენილი. „ვაკის რაიონში გამგებელი იყო ნოდარ ტურძელაძე, რომელიც საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურას წარმოვადგენ, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, ვაკის გამგებლის მოადგილე იყო. ხუთ წელზე მეტია დავითი ვაკის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ძალიან კარგად იცნობს ვაკის რაიონის საჭიროებებს. ის არის ეკონომისტი, ბიზნესისა და მართვის სპეციალისტი, ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი. მას არ აკლია არანაირი გამოცდილება და ყველა პროცესში პირადად იყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ვაკის რაიონს აწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კრწანისის რაიონის გამგებლად ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე, გლდანის რაიონის გამგეობას ხელმძღვანელობდა. „ცვლილებები გვაქვს კრწანისის რაიონში. ლევან ჯაფარიძე, რომელიც აღნიშნულ რაიონს ხელმძღვანელობდა, ამჟამად, საკრებულოში საქმიანობს. კრწანისის გამგებლად მინდა წარვადგინო ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა, რომელიც აქამდე გლდანის რაიონის გამგებელი იყო. ის არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი სამსახურებრივი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობის. ის არის ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და დარწმუნებული ვარ, კრწანისის რაიონში წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. რაც შეეხება გლდანს, აღნიშნულ რაიონს ლევან ნაროუშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე, გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. „გლდანის რაიონში მინდა წარვადგინო ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა - განათლებით ეკონომისტი, მენეჯმენტისა და ეკონომიკის მაგისტრი. ის დღემდე გლდანის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელიც გლდანის რაიონში დღემდე განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი ახალი თანამდებობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ იმ გამოწვევებს, რომელიც გლდანის რაიონში არსებობს, ღირსეულად უპასუხოს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დიდუბის რაიონის გამგეობას ირმა ზავრადაშვილის ნაცვლად, ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. „მინდა, დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი. არის ძალიან ეფექტიანი მენეჯერი - სპეციალობით იურისტი და ეკონომისტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა შპს-ებში მუშაობის. ლევან ჯღარკავას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონი ბარდება, რომლის მცხოვრებლებს ახსოვთ წინა გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის საქმიანობა. მინდა, მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო. მჯერა, რომ ლევან ჯღარკავა აქაც წარმატებული იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ყველა მათგანს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია, პროექტებში ჩართულობა და მათი მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინება დაავალა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)