13:33 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 12:14:46, 512 ნახვა

საზოგადოება
ტაქსებს, რომლებიც ტექდათვალიერებას არ გაივლიან, ლიცენზიას ჩამოართმევენ

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მათ საკუთრებაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშულებებს სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას არ გაატარებენ, ტაქსის ნებართვა გაუუქმდებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. ანუ ტექდათვალიერება არის სავალდებულო იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ეწევა ამ სერვისს. მინდა, ვაცნობო იმ პირებს, რომლებიც ამ მომსახურებას სწევენ, რომ ამ პირობის შეუსრულებლობა ანუ ტექნიკური ინსპექტირების არგავლა  ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლებს პანდემიის პირობებში მიეცათ შეღავათი ტექნიკური ინსპექტირების გარკვეული დროით გადავადების სახით, თუმცა ეს ვადა უკვე ამოწურულია.

„ჩვენ  ამ პანდემიის პირობებში მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილიყო და ტექდათვალიერება გარკვეული დროით გადავადებულიყო, თუმცა,  დღეს უკვე არის დრო, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა აუცილებლად გაიარონ ტექდათვალიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩამოერთმევათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ლიცენზია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტაქსის მძღოლებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება თბილისის მერმა ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

„მინდა, ვიცე-მერს დავავალო კომუნიკაცია ტაქსის მძღოლებთან და მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, ვადებთან დაკავშირებით, რათა შემდეგ არ აღმოჩნდეს, რომ ვიღაცამ არ იცოდა ან ვერ მოასწრო“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics