15:41 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 11:23:35, 528 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - არ ვტრაბახობთ, რომ ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, უბრალოდ ფაქტი სწორად უნდა იყოს წარმოდგენილი

არ ვტრაბახობთ, რომ ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, უბრალოდ ფაქტი სწორად უნდა იყოს წარმოდგენილი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ოპონენტები და პარტიული ტელევიზიები აღნიშნული თემით მანიპულირებას ცდილობენ.

მანვე დასძინა, რომ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის გამოწვევა, რომელიც განსაზღვრულია მერიის ბიუჯეტში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

„არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, გამოწვევები ბიუჯეტში აისახა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ შევძლოთ 2021 წელს ძალიან ბევრი ადამიანის მხარდაჭერა.

მე არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, თუმცა ბოლო დროს, ძალიან ხშირად ხდება ამ კონკრეტული თემით მანიპულირება, ოპონენტების, პარტიული ტელევიზიების მხრიდან და მცდელობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა. თუმცა ჩვენ იმისთვის ვართ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მუნიციპალიტეტში მიიღება. მე ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე, რომ დიახ, არსებული სოციალური მდგომარეობა არის გამოწვევა და ჩვენს ბიუჯეტში ეს განსაზღვრულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

რა თქმა უნდა, არავინ  ტრაბახობს იმით, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. ეს სატრაბახო ნამდვილად არ არის, მაგრამ ფაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ისე, როგორც არის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები  სოციალურად შეჭირვებული ოჯახი იყოს ქვეყანაში, თუმცა ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ხდება ზოგადად, მსოფლიოში.  გვაქვს სეიროზული გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყოველდღიური მუშაობით, საზოგადობის მხარდაჭერითა და თანადგომით, ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. ძალიან ბევრი წერილი შემოდის დამხარებებთან დაკავშირებით და თითოეული დაავადების ისტორიის, ფორმა 100-ის უკან დგას ადამიანების ცხოვრება, მათი წარსული და მისი ჯანმრთელი მომავლის უზრუნველყოფა.  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარში დავუდგეთ მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პრობლემების მოგვარების პროცესში თბილისის მერისა და მერიის თანამშრომლების მხრიდან ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დაყოფას ადგილი არასდროს ჰქონია.

„ერთი რამ უნდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ როგორც ქალაქის მერი, როგორც თბილისელებისგან არჩეული ადამიანი, ამ პრობლემების მოგავრებაში არასდროს  დამიყვია ადამიანები პარტიული კუთვნილების, სქესის, კონფესიური კუთვნილების ან სხვა გარემოებების მიხედვით.  ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველას გავუწიოთ მხარდაჭერა და თანადომა. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ  ვარ ყველას მერი. ჩვენი თანამშრომლებიც ზუსტად ამ მიდგომითა და განწყობით არიან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და ყოფა. თუ დახმარება იქნება საჭირო, ყველას დავეხმარებით, დაფინანსებაა საჭირო ჯანდაცვის მიმართულებით, მაქსიმალურად ყველას შევუწყობთ ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სტატისტიკური მონაცემებიც წარადგინა. მისი განცხადებით, 2020 წელს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში, 400 000-მდე მოქალაქეს გაეწია დახმარება.

„ამ პროგრამების შორისაა სკრინინგის, აბილიტაციის, ძუძუს კიბოს, ტრანსპლანტაციის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, სათემო სერვისის, ეპიდემიოლოგიური კონტროლის პროგრამები; სატრანსპორტო შეღავათი და კომუნიკალური სუბსიდირება; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების საკურორტო მომსახურება,  ბავშვების უფასო სწავლება; ინიციალიზაციის პროგრამა, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების პროგრამა, დღის ცენტრების დაფინანსება, მუნიციპალური თავშესაფრის პროექტი, ვეტერანთა, სოციალურად დაუცველ ბავშვთა და ახალგაზრდათა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა პლატფორმაზე, რომლის ინიციატორი თბილისის მერიაა. აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, იმ ადამიანების პროდუქტებით უზრუნველყოფა ხორციელდება, ვისაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა.

„პანდემიის პირველი ტალღის დროს ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. ვირუსის მეორე ტალღის დროს, მერიის მხრიდან განხორციელებული პროექტის საშუალებით, 18 000 ოჯახში მივიტანეთ პროდუქტები, ბიზნესის მხარდაჭრითა და თანადგომით კი დახმარება  4 200 ოჯახს გაეწია“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics