2021-01-27 11:02:37, 396 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში კორონავირუსის 142 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 142 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 3 990 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 25 439 570 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 425 199 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, აშშ-ში ვირუსის გავრცელების მხრივ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან