15:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-26 19:44:48, 557 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს მავნებლობის პროცესში

„მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს პოლიტიკური მავნებლობის პროცესში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

მან ასევე იმ ვითარებას გაუსვა ხაზი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ დახვდა.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაცმოძრაობის გამარჯვებად შერაცხვის მცდელობასთან დაკავშირებით:

რა ვითარება დაგვხვდა

1. დაკარგული იყო და საქმეში არ იდო გორში აფეთქებული ბალისტიკური რაკეტა ისკანდერის ნარჩენები, რომელმაც 12 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა;

2. მტკიცებულებად არ იყო გამოყენებული საჰაერო რადარის ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ომის დროს საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებდა და თავდასხმებს მისი სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებდნენ;

3. მოპოვებული და გამოყენებული არ იყო რუსული ბომბებისა და ჭურვების განაღმვის დოკუმენეტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ რუსეთი ბომბავდა ქართულ დასახლებულ პუნქტებს;

4. საქმეში არ იყო სეისმური სადგურის ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებდა ომის პერიოდში ბომბებისა და ჭურვების აფეთქებებს;

5. წარდგენილი არ იყო სატელიტით გადაღებული მასალის შედარებითი ანალიზი, რომელიც ადასტურებდა საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას;

6. მტკიცებულებად გამოყენებული არ იყო სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხში;

7. საქმეში არ იყო ვიდეო მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხში;

8. წარდგენილი არ ყოფილა ქართველ ტყვეთა დაზიანებების ამსახველი მთელი რიგი ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები;

9. სადავო მტკიცებულებებზე წარდგენილი არ იყო ექსპერტიზის დასკვნები;

10. არ იყო ჩატარებული სათანადო მუშაობა მოწმეთა ჩვენებების შესაგროვებლად;

11. ამას დაუმატეთ ჰააგის გაეროს სასამართლოში ნაცხელისუფლების მიერ შეტანილი სრულიად არასრულფასოვანი სარჩელი, რის გამოც წარმოებაშიც არ მიიღეს;

12. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მათვე ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე ომის დაწყება საქართველოს დააბრალეს.

აქედან გამომდინარე მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს პოლიტიკური მავნებლობის პროცესში“, – წერს გია ვოლსკი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics