2021-01-26 14:37:36, 907 ნახვა
მსოფლიო
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი, კარლოს ოლმეს ტრუხილიო კორონავირუსით გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას მინისტრის ოჯახის წევრები „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
კოვიდინფიცირებული მინისტრი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო საავადმყოფოში 13 იანვარს გადაიყვანეს. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,