2021-01-25 17:18:39, 912 ნახვა
სამართალი
ბათუმში, დევნისა და ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ფანგანი თავისუფალია
ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი ირაკლი ფანგანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში დააკავეს, თავისუფალია.
ამის შესახებ ორგანიზაცია „ალტერნატივა“ სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ირაკლი ფანგანი ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული დევნისა და ნაგვის თავზე დაყრის ფაქტზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,