09:10 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 16:12:26, 690 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვბაძე - ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული, როგორც ხალხმა აირჩია

ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული, როგორც ხალხმა აირჩია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ბოლომდე გამოიყენებს პარლამენტის რეგლამენტით მოცემულ შესაძლებლობას, რათა ვადები მაქსიმალურად ამოიწუროს.

„ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. განხილვის ვადა, როცა საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს და ბიუროს გადასცეს, იწურება. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ზუსტად ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ის ხალხმა აირჩია. მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს. მადლობა მინდა ვუთხრა ფასილიტატორ ელჩებს - ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს. დღესაც ბოლომდე გამოვიყენებთ პარლამენტის რეგლამენტით მოცემულ შესაძლებლობას, რათა ვადები მაქსიმალურად ამოვწუროთ, როცა ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. მხოლოდ ამის შემდეგ, საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, პარლამენტი უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არის პარლამენტის, დეპუტატების მისაღები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 27 და 28 იანვარს იმსჯელებს. საკითხის კენჭისყრა კი 2 თებერვალს მოხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics