22:57 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 14:22:28, 476 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცახდებით, ოპოზიციას სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მისაღებად მაქსიმალური ვადა მიეცა

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად, მაქსიმალური ვადა მიეცა.

როგორც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია, რომ ოპოზიციურ პარტიებმა შეძლონ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა.

მისივე თქმით, რეგლმანეტში ცვლილებები მიმდინარე კვირაში განხორციელდება.

„ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა ოპოზიციურ პარტიებს სრულად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში, შესაბამისად, მიმდინარე კვირაში რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები. ოპოზიციურ პარტიებს ამავდროულად, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, ასევე შეეძლებათ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რითიც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლის დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მივცეთ მაქსიმალური ვადა, რომ მათ მიიღონ სწორი, სახელმწიფოებრივი, რაციონალური გადაწყვეტილება, ვიდრე პარლამენტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics