16:11 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 12:33:45, 727 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - ვგმობთ რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას

„ვგმობთ რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას“, - ამის შესახებ ინფორმაცია, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მოითხოვს ალექსეი ნავალნის და მისი მომხრეების გათავისუფლებას.

„ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას მკაცრად გმობს.

რუსეთის მთავრობა ცდილობს მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთას და ეს შემაშფოთებელია.

რუსების უფლებები მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი, არამედ რუსეთის ეუთო-ს ვალდებულებებში, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და სამოქალაქო და პოლიტიკურ საერთაშორისო პაქტის შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებებში.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა ის, ვინც დააპატიმრეს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გამო და ასევე ვითხოვთ ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოების გამოძიებასთან ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით და გასაგებად განმარტოს მის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს და იცავს ადამიანის უფლებებს“,- ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics