|
2021-01-23 19:37:37, 645 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის დაკავებულს ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის დაკავებულს ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 21 იანვარს, თელავის რაიონის სოფელ კისისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საქონლის ფერმაში, დ.ფ.-სთან და ხ.ე.-სთან ურთიერთშელაპარაკებით განაწყენებულმა ჯ.ა.-მ, შურისძიების მოტივით გადაწყვიტა დ.ფ.-ს და ხ.ე.-ს განზრახ მკვლელობა. ბრალდებულმა დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა ხ.ე.-ს, ხოლო შემდეგ მძიმედ დაჭრა დ.ფ. მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ხ.ე.-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ჯ.ა. 2021 წლის 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით და 108-ე მუხლით დღეს, 23 იანვარს წარედგინა. ჯ.ა.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა“ , - ვკითხულობთ განცხადებაში.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)