|
2015-10-02 16:58:46, 868 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი შვეიცარიის ელჩს ლუკას ბეგლინგერს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლუკას ბეგლინგერს შეხვდა, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას მიმდინარე წლის 17 სექტემბერიდან ასრულებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს გააცნო ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ისაუბრა რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება ატარებს ბიზნესის სტიმულირებისა და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ჭრილში. შვეიცარია, როგორც ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი-ქვეყანა, აწარმოებს მოლაპარაკების პროცესს საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბების შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და EFTA-ს შორის თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატის ამოქმედების მნიშვნელობა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი თბილისში 2015 წლის სექტემბერში ჩატარდა, მიმდინარე წლის ნოემბერში კი გაიმართება დიალოგის მეორე რაუნდი. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე ინვესტიციებისა და საქართველოს სამთო კურორტების განვითარების სფეროებში. დიმიტრი ქუმსიშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს გააცნო მსხვილი საინვესტიციო პროექტები, სადაც შესაძლებელია შვეიცარიული კაპიტალის მოზიდვა. მათ შორის, საუბარი შეეხო წყალტუბოსა და საქართველოს სამთო კურორტებზე - ბაკურიანსა და სვანეთში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)