2021-01-22 16:29:13, 672 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. ამ წუთებში მედიისათვის ერთობლივი განცხადებები კეთდება.
ზურაბიშვილი დღესვე შეხვდა იუსტიციის საკითხებში ევროკომისარს დიდიე რეინდერსსაც. ამასთან, პრეზიდენტი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასაც დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს. საუბარი შეეხო მსოფლიოში არსებულ რთულ ეპიდვითარებას. ამასთან, გუშინ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს და ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,