22:11 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 14:59:11, 640 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

2021 წლის 22 იანვარს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.

მემორანდუმის მიზანია, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის საქართველოში დანერგვა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მათ შორის,  ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციების, სააგენტოში დასაქმებული პირების, სოციალური მუშაკების, იურისტებისა და ფსიქოლოგების, მედიაციაში გადამზადების კურსის ერთობლივი დაორგანიზება და განხორციელება. მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, შემუშავდება და გამოიცემა ერთობლივი პუბლიკაციები.

„საზოგადოებაში მედიაციის, ურთიერთშეთანხმების კულტურის დანერგვა მნიშვნელოვანია. მემორანდუმის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამიზნე ჯგუფებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აამაღლებს ცნობიერებას  ოჯახური დავების მედიაციით გადაჭრის მნიშვნელობაზე - დავების ეფექტიანი, მოქნილი და სწრაფი გადაწყვეტისათვის. რაც თავის მხრივ, შეამცირებს დავების ხანგრძლივობას და მხარეებს საშუალებას მისცემს, მოლაპარაკებების გზით შეთანხმების საფუძველზე, პრობლემური საკითხები გადაჭრან და ამოწურონ კონფლიქტი. მაშინ, როცა მშობლებს შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციებში ყველაზე მეტად ოჯახის მცირეწლოვანი, მოზარდი, ბავშვები ზარალდებიან,“- განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

„დოკუმენტის მიზანია, ერთობლივი ძალებით მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის განვითარება  და გაძლიერების ხელშეწყობა. მედიაცია არის ნოვაცია, რომელიც არსებული კონფლიქტის მონაწილეებს საშუალებას აძლევს საკუთარი ჩართულობით კონფლიქტი ამოწურონ. განსაკუთრებით ისეთ დავებში, რომელიც ბავშვის ინტერესებს ეხება. ამ მიმართულებით ჩვენი ორი ინსტიტუციის თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია“, -  აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

უახლოეს მომავალში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიატორთა ასოციაციასთან ერთად განახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს - დაიგეგმება კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics