|
2021-01-22 14:17:52, 627 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტია „მოქალაქეებს“ ყველა საკითხზე სურთ თანხმობა, რაც წარმოუდგენელია
პარტია „მოქალაქეებს“ სურთ, ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკანონმდებლო ორგანოში პარტია „მოქალაქეებთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველ გუნდს ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრამ შეთანხმების საფუძველი მისცა. „რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, გარკვეული დეტალების გარდა, რაც საკამათო არ უნდა იყოს, ჩვენ პრაქტიკულად შეთანხმებულები ვართ ამ კუთხით. გარკვეული პოზიტივები იყო მანამდეც ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთადაც და შესაბამისად, აქ ნაკლები პრობლემა ჩანს. შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ცოტა სიჯიუტით და ზედმეტი პრინციპულობითაც უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად ოპოზიცია აყენებს. მეჩვენება, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, რომელსაც ოპოზიცია პრინციპულად აყენებს, ამაზე არ უსაუბრიათ. პარტია „მოქალაქეებს“ სურთ, რომ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია. იქ არის საკითხები, რაზეც თანხმობა უბრალოდ იურიდიულადაც კი შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ რაც კი რაციონალური და სახელმწიფოებრივია კი ბატონო, მაგრამ იურიდიულად გაუმართავ საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არსებულ გარკვეულ დეტალებზე ვერ წავყვებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრამ მოგვცა იმის თქმით დამატებითი საფუძველი, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით და მათ ალბათ, ექნებათ იმის თქმის საფუძველი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული დათმობები განახორციელა და მათი პირობები შესრულდა. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მოგიყვებით, რომ პოლიტპატიმრების საკითხზე მათთან არ გვისაუბრია. მათ სცადეს ამ საკითხის ორჯერ და სამჯერ შემობრუნება, მაგრამ ჩვენ არ გვისაუბრია. საქართველოს პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც პატიმრებზე და მათ გათავისუფლებაზე უნდა ვისაუბროთ და პოლიტპატიმარი არ არის ის სიტყვა, რომელიც რელევანტურია დღევანდელ საქართველოსთან. მთელი პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ ასეთი რამ არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და მმართველ გუნდს საკანონმდებლო ორგანოში შეხვდა.
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)