11:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 11:50:25, 669 ნახვა

ეკონომიკა
„გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 3 ადგილით გაუმჯობესდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015-2016 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ („The Global Competitiveness Report“) მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 3 ადგილით გაუმჯობესდა და 69-ე ადგილიდან 66-ზე (4,22-იანი ქულით) გადმოინაცვლა 140 ქვეყანას შორის.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა - სლოვაკეთი (67-ე ადგილი), მონტენეგრო (70-ე ადგილი), ხორვატია (77-ე ადგილი), უკრაინა (79-ე ადგილი), საბერძნეთი (81-ე ადგილი), სომხეთი (82-ე ადგილი), მოლდოვა (84-ე ადგილი), ალბანეთი (93-ე ადგილი), სერბეთი (94-ე ადგილი).

საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებული აქვს ინდექსის 3 ფაქტორიდან 1 ფაქტორში, 12 კომპონენტიდან  7 კომპონენტში, ხოლო 114  ქვეკომპონენტიდან - 58 ქვეკომპონენტში.

გაუმჯობესებული ფაქტორები ეფექტიანობის მასტიმულირებელი ფაქტორები (Efficiency Enhancers) – გაუმჯობესდა 2 პოზიციით და 77-ე ადგილზე გადმოინაცვლა (ქულა 4.0):

უმაღლესი განათლება, ტრეინინგი -  გაუმჯობესდა 5 პოზიციით და 87-ე ადგილზე გადმოინაცვლა; სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 12 პოზიციით და 48-ე ადგილზე გადმოინაცვლა; შრომითი ბაზრის ეფექტიანიობა - გაუმჯობესდა 9 პოზიციით და 32-ე ადგილზე გადმოინაცვლა; საფინანსო ბაზრის განვითარება - გაუმჯობესდა 8 პოზიციით და 68-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბაზრის მოცულობა - გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

განვითარების შეფასების მიხედვით, საქართველოს კვლავ ეფექტიანობით მამოძრავებელი (Efficiency Driven) ქვეყნის სტატუსი აქვს.

გაუმჯობესებული კომპონენტები:

ინსტიტუტები - გაუმჯობესდა 8 პოზიციით და მე-40 ადგილზე გადმოინაცვლა; უმაღლესი განათლება და ტრენინგი - გაუმჯობესდა 5 პოზიციით და 87-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბაზრის ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 12 პოზიციით და 48-ე ადგილზე გადმოინაცვლა; შრომის ბაზრის ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 9 პოზიციით და 32-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ფინანსური ბაზრის განვითარება - გაუმჯობესდა 8 პოზიციით და 68-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბაზრის მოცულობა - გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა;  ბიზნესის განვითარება - გაუმჯობესდა 1 პოზიციით და 112-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

გაუმჯობესებული ქვეკომპონენტები:             საკუთრების უფლება  -  გაუმჯობესდა 27 პოზიციით და 58-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ინტელექტუალრუი საკუთრების დაცვა - გაუმჯობესდა 5 პოზიციით და 101-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ნდობა პოლიტიკოსების მიმართ - გაუმჯობესდა 2 პოზიციით და 77-ე ადგილზე გადმოინაცვლა; სასამართლოს დამოუკიდებლობა - გაუმჯობესდა  9 საფეხურით და 56-ე ადგილზე გადმოინაცვლა; სახელმწიფო რეგულაციების ტვირთი - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და მე-7 ადგილზე გადმოინაცვლა;  დავების სამართლებრივი გზით მოგვარების ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 17 საფეხურით და 54-ე ადგილზე გადმოინაცვლა; კანონმდებლობის ეფექტიანობა რეგულაციებში- გაუმჯობესდა 28 საფეხურით და 55-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბიზნესის დანახარჯები სამართალდარღვევებზე და ძალადობაზე - გაუმჯობესდა 11 საფეხურით და მე-18 ადგილზე გადმოინაცვლა;  ბიზნესის დანახარჯები ტერორიზმზე - გაუმჯობესდა 21 საფეხურით და მე-14 ადგილზე გადმოინაცვლა;  ორგანიზებული კრიმინალი - გაუმჯობესდა 10 საფეხურით და 17-ე ადგილზე გადმოინაცვლა;  ფირმების ქცევითი ეთიკა - გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 51-ე ადგილზე გადმოინაცვლა;  აუდიტისა და ანგარიშის სტანდარტის სიძლიერე - გაუმჯობესდა 20 საფეხურით და 65-ე ადგილზე გადმოინაცვლა; კორპორატიული საბჭოს ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 17 საფეხურით და 84-ე ადგილზე გადმოინაცვლა; უმცირესობაში მყოფი აქციონერთა ინტერესების დაცვა - გაუმჯობესდა 22 საფეხურით და 88-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ინფრასტრუქტურა      საჰაერო მიმოსვლისას ადგილები კვირაში - გაუმჯობესდა 6 საფეხურით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა;  მობილურის მომხმარებელთა რაოდენობა - გაუმჯობესდა 14 საფეხურით და 51-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

მაკროეკონომიკური გარემო  ინფლაცია, წლიური %-ლი ცვლილება - გაუმჯობესდა 25 საფეხურით და 53-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ჯანდაცვა და დაწყებითი განათლება  ტუბერკულიოზის გავლენა ბიზნესზე - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 66-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ტუბერკულიოზის  შემთხვევები/100,000 მოსახლეზე - გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 95-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ახალშობილთა სიკვდილიანობა/1000 დაბადებულზე - გაუმჯობესდა 23 საფეხურით და 61-ე ადგილზე გადმოინაცვლა; დაწყებითი განათლების ხარისხი - გაუმჯობესდა 2 საფეხურით და 90-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

უმაღლესი განათლება და ტრენინგი  საშუალო განათლებაში ჩართულობა, % ზრდა - გაუმჯობესდა 50 საფეხურით და 30-ე ადგილზე გადმოინაცვლა;  პროფესიულ განათლებაში ჩართულობა, % ზრდა -  გაუმჯობესდა 10 საფეხურით და 74-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მათემატიკური და სამეცნიერო განათლების ხარსიხი - გაუმჯობესდა 8 საფეხურით და 97-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მენეჯმენტის სკოლების ხარისხი - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 97-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ბაზრის ეფექტიანობა  ადგილობრივი კონკურენციის სიძლიერე - გაუმჯობესდა 14 საფეხურით და 91-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბაზარზე დომინირება - გაუმჯობესდა 15 საფეხურით და 88-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტი - გაუმჯობესდა 11 საფეხურით და 116-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მთლიანი საგადასახადო განაკვეთი, მოგების % - გაუმჯობესდა  1 საფეხურით და  მე-9 ადგილზე გადმოინაცვლა; დანახარჯები სოფლის მეურნეობაში  - გაუმჯობესდა 27 საფეხურით და 72-ე ადგილზე გადმოინაცვლა; სავაჭრო ტარიფები - გაუმჯობესდა 28 საფეხურით და მე-4 ადგილზე გადმოინაცვლა; ბიზნესის გავლენა ინვესტიციებზე - გაუმჯობესდა 7 საფეხურით და 21-ე ადგილზე გადმოინაცვლა; იმპორტის წილი მშპ-ში - გაუმჯობესდა 5 საფეხურით და მე-40 ადგილზე გადმოინაცვლა; მომხმარებელთა მოთხოვნები - გაუმჯობესდა 7 საფეხურით და 114-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

შრომის ბაზრის ეფექტიანობა-ხელფასის განსაზღვრის მოქნილობა - გაუმჯობესდა 16 საფეხურით და 10-ე ადგილზე ადგილზე გადმოინაცვლა; დაქირავებისა და გათავისუფლების პრაქტიკა - გაუმჯობესდა 2 საფეხურით და მე-12 ადგილზე  გადმოინაცვლა; თანამშრომლობა დამქირავებელ-დაქირავებულს შორის - გაუმჯობესდა 15 საფეხურით და 65-ე ადგილზე   გადმოინაცვლა; გადასახადების გავლენა სამუშაო სტიმულზე  - გაუმჯობესდა 5 საფეხურით და მე-15 ადგილზე გადმოინაცვლა; პროფესიულ მენეჯმენტი - გაუმჯობესდა 18 საფეხურით და მე-60 ადგილზე გადმოინაცვლა;

ფინანსური ბაზრის განვითარება -      ფინანსური მომსახურების არსებობა - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 88-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა - გაუმჯობესდა 2 საფეხურით და 73-ე ადგილზე გადმოინაცვლა; სესხზე ხელმისაწვდომობა - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 109-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბანკების სიმყარე - გაუმჯობესდა 10 საფეხურით და  57-ე ადგილზე გადმოინაცვლა; საფონდო ბირჟის რეგულაცია - გაუმჯობესდა 11 საფეხურით და 110-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

ტექნოლოგიური მზაობა-       ინტერნეტის მომხმარებელი - გაუმჯობესდა 8 საფეხურით და 72-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ინვესტიციები და ტექნოლოგიების ტრანსფერი - გაუმჯობესდა 4 საფეხურით და 109-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტი 100 მოსახლეზე - გაუმჯობესდა 2 საფეხურით და  მე-60 ადგილზე გადმოინაცვლა;

ბაზრის მოცულობა - გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა: შიდა ბაზრის მოცულობის ინდექსი - გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 98-ე ადგილზე გადმოინაცვლა; უცხოური ბაზრის ინდექსი - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 107-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მშპ (PPP - აშშ. მლრდ. დოლარი) - გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 103-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

ბიზნესის განვითარება-ადგილობრივ მიმწოდებელთა ხარისხი - გაუმჯობესდა 3 საფეხური და 117-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ადგილობრივ მიმწოდებელთა რაოდენობა - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 137-ე ადგილზე გადმოინაცვლა; შედარებითი უპირატესობა  - გაუმჯობესდა 5 საფეხურით და 75-ე ადგილზე გადმოინაცვლა; საერთაშორისო დისტრიბუციაზე კონტროლი - გაუმჯობესდა 4 საფეხურით და 95-ე ადგილზე გადმოინაცვლა;  წარმოების პროცესის დახვეწა - გაუმჯობესდა 4 საფეხურით და 110-ე ადგილზე გადმოინაცვლა;  მარკეტინგის ხარისხი - გაუმჯობესდა 15 საფეხური და 89-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ინოვაციები -   მეცნიერებისა და ინჟინრების არსებობა - გაუმჯობესდა 9 საფეხურით და 113-ე ადგილზე გადმოინაცვლა.  პატენტით სარგებლობის საკითხში თანამშრომლობა - გაუმჯობესდა 5 საფეხურით და 60-ე ადგილზე გადმოინაცვლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics