18:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-16 20:01:43, 705 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე : თოფიანები და ფულიანები-ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

„თოფიანები და ფულიანები-ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და ეს უბრალოდ ფორმალობაა.

„თოფიანები და ფულიანები-ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.

შეუცვლელი და ხელშეუხებელი მინისტრები, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ ბიუჯეტს და ძალოვან ბლოკს, პლიუს საპარლამენტო წარმომადგენლობა „დამამშვენებლის“ როლით.

ამათ დამატებული მარიონეტი გენერალური პროკურორი და მირჩილი  პირებით დაკომპლექტებული სასამარათლო სისტემა, მართული ეროვნული ბანკი და რა მივიღეთ? ივანიშვილის ოცნების ხელისუფლება.

წავიდა თუ არა? არსად წასულა, გარდაისახა. ის ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, ერთ კახაშია, თეაშია და გიაშია. იმ ასფალტშია, რომელსაც მაია დააგებს და ფინანსთა მინისტრი( სულ მავიწყდება მისი სახელი) დააფინანსებს ნასესხები ფულით, იმ ვაქცინაშია, რომელიც კორონას შემუსრავს და იმ რადიოტალღებშია, რომელიც „იმედი“ აფრქვევს ქვეყანაში.

იმ ჩაქუჩშია, რომელსაც სპიკერი დასცხებს მაგიდაზე და იმათ გულშია სავსე , ვისი ჯიბეც გაავსო.

ყველგანაა და წავიდაო!

ესეც რწმენის საკითხია. რწმენას ხომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ“ , - წერს რომან გოცირიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics