2021-01-16 14:58:44, 714 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, პარლამენტს მეტი ოპოზიციური პარტია შემოუერთდება
„იმედი მაქვს, პარლამენტს ოპოზიციური პარტია შემოუერთდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, პარტიას მოლაპარაკებისთვის სრული მზაობა აქვს.
„იმედი გვაქვს, მეტი ოპოზიციური პარტია შემოუერთდება პარლამენტს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მზადყოფნა არაერთხელ გამოვთქვით, ბუნებრივია, კონსულტაციებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მათ შორის ელჩებთან კონსულტაციებზე. ვნახოთ როგორ წარიმართება ეს პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან