2021-01-15 14:21:54, 596 ნახვა
პოლიტიკა
22 იანვარს სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება
22 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
როგორც იენს სტოლტენბერგის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გაიმართება.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიას დაესწრება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან