|
2021-01-15 13:24:40, 449 ნახვა
საზოგადოება
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეშეთი-კობის გზა უალტერნატივოა
საქართველოში უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა გზებზე, მათ შორის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერის, ხაშური-ახალციხის, ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთებზე და კობი-გუდაურის გზაზე. ჩამოთვლილთაგან ამ დრომდე მძიმე ვითარებაა კობი-გუდაურის გზაზე. დანარჩენ მონაკვეთებზე კი საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია. კობი-გუდაურის გზა უხვი თოვლის გამო უკვე მესამე დღეა ჩაკეტილია. მოძრაობა აკრძალულია როგორც სატვირთო, ასევე - მსუბუქი ავტომობილებით. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ადგილობრივი მოსახლეობისა და მსურველების გადასაყვანად საბაგიროები გამოიყენოს, თუმცა, ძლიერი ქარის გამო, ამ ეტაპზე ესეც ვერ ხერხდება. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ მოწყვეტილია ქვეყნის დანარჩენ რეგიონებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების გამო, გუდაური-კობის გზა იკეტება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ძალიან ხშირად პრობლემები იქმნება როგორც ადგილობრივების გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე - ტვირთების გადაზიდვის კუთხითაც. „მსგავსი სიტუაცია ამ მონაკვეთზე საკმაოდ ხშირია. ყოველწლიურად, რთული კლიმატური პირობების გამო, ეს გზა იკეტება და იქმნება საკმაოდ ბევრი პრობლემა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო გასული წლის მარტი, როდესაც ქვეყანაში ეპიდვითარება გართულდა, პანდემიას ვებრძოდით და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სასურსათო მომარაგების პრობლემაც კი შეექმნა. იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს, ერთადერთი და უალტერნატივო გამოსავალია ახალი გზის მშენებლობა. სწორედ ეს ახალი გზა იქნება გარანტი, რომ გადაადგილების შეფერხება აღარ მოხდება და მოძრაობა 12 თვის განმავლობაში თავისუფლად იქნება შესაძლებელი,“ - განმარტავს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მიზანია, შესაძლებელი გახადოს უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს და გააუმჯობესოს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური სიტუაცია. ახალი გზით შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება და ადგილობრივი მოსახლეობა აღარ იქნება მოწყვეტილი საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში იგეგმება 23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია, ასევე, საცალფეხო გადასასვლელების, საფეხმავლო ბილიკების, ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელების მოწყობა.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)