|
2021-01-15 11:29:10, 559 ნახვა
პოლიტიკა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ 17.1 მლნ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი 5.2 მლნ ლარი დახარჯა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა სულ დაახლოებით, 37.3 მლნ ლარის ოდენობის ხარჯი გაწიეს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, ხარჯების 46% - 17.1 მლნ ლარი მმართველ პარტია - „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე“ მოდიოდა, 6 მლნ ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ლელო - მამუკა ხაზარაძე”, მესამეზე კი - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია““ 5.2 მლნ ლარით. „საარჩევნო სუბიექტების ხარჯების 75%-ს (28.1 მლნ ლარი) სარეკლამო ხარჯები შეადგენდა, დანარჩენი ყველაზე მსხვილი კატეგორიები იჯარის ხარჯი (6%) და შრომის ანაზღაურება (4%) უმნიშვნელო იყო სარეკლამო ხარჯებთან შედარებით; მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სარეკლამო დანახარჯებით ტრადიციულად პირველ ადგილზე იყო, მისი ხარჯები რამდენჯერმე აღემატებოდა შემდეგ ადგილებზე გასული სუბიექტების ხარჯებს. მმართველი პარტიის სარეკლამო ხარჯები ყველა სუბიექტის სარეკლამო ხარჯის 43%-ს წარმოადგენდა; რეკლამის სახეობებს შორის დომინირებდა სატელევიზიო რეკლამა (მთლიანი სარეკლამო ხარჯის 45%) და გარე რეკლამა (30%), თუმცა, ასევე, მზარდი კატეგორია იყო ინტერნეტ რეკლამა; შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა სატელევიზიო რეკლამაზე ჯამში 12.6 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს, მათ შორის ყველაზე დიდი თანხა 4.5 მლნ ლარი მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გაიღო, მეორეზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია““ იყო 3.1 მლნ ლარით; რვა საარჩევნო სუბიექტიდან მხოლოდ ერთი იყო ისეთი, რომლის მიერ დეკლარირებული ხარჯები რეალურად გაწეულ ხარჯებს არ შეესაბამებოდა. კერძოდ, „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში სატელევიზო რეკლამის ხარჯის ველსა და შესაბამის სპეციალურ ფორმაში ინფორმაცია საერთოდ არ არის მითითებული, მაშინ როდესაც, ჩვენმა მონიტორებმა სხვადასხვა ტელეარხზე ამ საარჩევნო სუბიექტის 130-მდე ფასიანი ვიდეო რგოლი აღნუსხეს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 100,000 ლარი უნდა ყოფილიყო; შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა გარე რეკლამაზე ჯამში დაახლოებით 8.3 მლნ ლარი დახარჯეს, მათ შორის ყველა დიდი თანხა 5.1 მლნ ლარი მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გაიღო, მეორეზე კი „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ იყო 1.2 მლნ ლარით; საარჩევნო სუბიექტების მიერ ინტერნეტ რეკლამაში გაწეულმა ხარჯებმა თითქმის 3 მლნ ლარს მიაღწია. ამ მხრივ 849,592 ლარით პირველ ადგილზე იყო „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, შემდეგ მოდიოდნენ საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” 681,044 ლარით და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 677,024 ლარით; „ფეისბუქ“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 1 სექტემბრიდან - 28 ნოემბრამდე წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსის მქონე მასალის განსათავსებლად ცხრა საარჩევნო სუბიექტს სულ დაახლოებით 701,350 აშშ დოლარი ჰქონდა დახარჯული; შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტმა შრომის ანაზღაურებაზე მთლიანობაში დაახლოებით 1.5 მლნ ლარი დახარჯეს. ამ თანხას უნდა დაემატოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ვალდებულებების რეესტრშ მითითებული დაახლოებით 600,000 ლარი, რომელიც 2,000-ზე მეტი კოორდინატორის შრომის ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)