2021-01-14 14:40:05, 3712 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩინეთში მაისის შემდეგ კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა
ჩინეთში მაისის შემდეგ კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.
მათი ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა ჰებეის პროვინციაში დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ19-ის 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში, ჩინეთში კორონავირუსის 97 275 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 90 953 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რიცხვი 4 796-ს შეადგენს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან