|
2021-01-13 21:02:18, 819 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში ერთ თვეში „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შემოვა
„საქართველოში ერთ თვეში „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შემოვა“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით მედიცინის მუშაკები და მაღალი რისკის ჯგუფები აიცრებიან. „დაახლოებით ერთ თვეში საქართველოში შემოტანილი იქნება „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა, რამოდენიმე ათეული ათასი დოზა შემოვა, რადგან ეს ვაქცინა მსოფლიო ბაზარზე ზოგადად ძალიან ცოტაა. ასევე, მას სჭირდება განსაკუთრებული პირობები. „ფაიზერის“ ვაქცინის უფრო მეტი რაოდენობისთვის, მილიონი და ორი მილიონი დოზისთვის, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა იმიტომ, რომ ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ არის. ამიტომ თავიდან იგეგმება, რომ შემოიტანონ მცირე პარტია და ვაქცინაცია ჩაუტარდეს მხოლოდ მედიცინის მუშაკებს და მაღალი რისკის ჯგუფებს, გარკვეული ასაკის ზემოთ. გააჩნია, რამდენი იქნება ვაქცინა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)