|
2021-01-13 14:06:15, 879 ნახვა
სამართალი
ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში გიორგი მანჯგალაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
გენერალურ პროკურატურაში საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი მანჯგალაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. მათივე განცხადებით, მანჯგალაძე გამოძიების კითხვებს დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პასუხობს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიების კითხვებს მანჯგალაძემ 2020 წლის ოქტომბერში უკვე უპასუხა. ამ ეტაპზე უცნობია, რატომ გახდა საჭირო საგამოძიებო უწყებაში მისი განმეორებით გამოკითხვა. შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)