20:33 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-12 23:50:59, 778 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ნეტავ ჩემი ჭორვილა მქონდეს

„ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა“, - ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას.

როგორც სოციალურ ქსელში ზურაბიშვილი წერს, ბურჯანაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი (ივანიშვილი) „ფსიქიკურად“ შეშლილი უნდა იყო, ჭორვილაში რომ 15 წელი იცხოვრო, შეურაცხყოფაა.

„ჭორვილა თუ არა ჭორვილა!

პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა  „ლიდერების“ განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არა თუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა. 

თურმე „ფსიქიკურად“ შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ ზოგადად,  ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც  დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი. 

სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი. 

სამაგიეროდ, ვიცით თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით ჩვენი წინაპრები, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ 
სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.  ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.

მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს. 

ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics